მთავარისიახლეებიმსოფლიო"პრიგოჟინი ბახმუტშია, რადგან პიტერში ყოფნა საშიშია..." - ჩერევატი

“პრიგოჟინი ბახმუტშია, რადგან პიტერში ყოფნა საშიშია…” – ჩერევატი

Published on

ტერორისტული დაჯგუფება “ვაგნერის” მეთაური პრიგოჟინი ახლა ბახმუტშია და “გამარჯვების დროშებს” ამაგრებს სრულიად განადგურებულ შენობებზე, – განაცხადა აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერხი ჩერევატიმ ტელემარათონის ეთერში.

“მან ნაჭრით მონიშნა საქალაქო საბჭოს შენობა, რომელიც არ არსებობს, განადგურდა”, – თქვა მან. 

“ალბათ, დარჩება ბახმუტში ცოტა ხნით, რადგან ახლა სანკტ-პეტერბურგში ყოფნა საშიშია, რესტორნები ფეთქდება”, – დაამატა ჩერევატიმ. 

მისივე თქმით, ბახმუტში ბრძოლები გრძელდება – რუსი ოკუპანტები შტურმს აგრძელებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში 32 მსგავსი შეტევა განხორციელდა. ოკუპანტებმა დაკარგეს 91 მებრძოლი, 119 დაიჭრა, ასევე, განადგურებულია ტანკი, “გრადის” დანადგარი და საბრძოლო მასალების სამი საწყობი.

ჩერევატიმ ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდ დანაკარგს “ვაგნერი” განიცდის, რადგან მის წევრებს სხვა არჩევანი არა აქვთ: შეტევაზე უნდა წავიდნენ და მოკვდნენ…

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...