მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მერიას შენიშვნებითურთ გადაუგზავნის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მერიას შენიშვნებითურთ გადაუგზავნის.

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული წინადადებები და შენიშვნები დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა.წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულო მერიას შენიშვნებითურთ გადაუგზავნის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 35 მილიონ 100 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა  კომისიებმა 30 ნოემბრიდან დაიწყეს.ოპოზიციურმა პარტიების ფრაქციებმა  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“  ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები წერილობითი დოკუმენტის სახით წარმოადგინეს.სადაც ნათქვამია, რომ თანხები არ არის მიზნობრივად გადანაწილებული. ბიუჯეტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა არასანმთავრობო ორგანიზაცია „საერაშორისო გამჭვირვალობამაც.“ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ბიუჯეტი არაპროგრამულია, არ გააჩნია პრიორიტეტების დოკუმენტი, შესაბამისად  ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი დაინტერესებულ პირს ვერ უქმნის სრულყოფილ წარმოდგენას მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების, ასევე, მოსალოდნელი შედეგების შესახებ.“- ნათქვამია განცხადებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გაწერილ რეკომენდაციებში ასევე ხაზგასმულია ეპარქიის დაფინანსების საკითხიც. 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, ადგილობრივი ეპარქიისთვის 4-ჯერ მეტს დახარჯავს – მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ეკლესიის დაფინანსებისთვის 400 ათას ლარს ითვალისწინებს,.მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში ეკლესიის დაფინანსება დამატებით ტვირთად დააწვება მუნიციპალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ზემოაღნიშნული ხარჯების გაწევას.- ნათქვამია სარეკომენდაციო წერილში. გაითვალისწინებს თუ არა მერია აღნიშნულ რეკომენდაციებს, უცნობია, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  საკრებულომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...