მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბახვა ჩიქობავას გმირულად დაცემიდან ერთი წელი გავიდა

ბახვა ჩიქობავას გმირულად დაცემიდან ერთი წელი გავიდა

Published on

19 მარტს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, ოკუპანტებთან ბრძოლაში დაეცა ბახვა ჩიქობავა – პოლკ “აზოვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირვერლი ინსტრუქტორი: ის პოლკის მებრძოლებთან ერთად ალყაშემორტყმული “აზოვსტალიდან” გამოდიოდა და სპეცდავალებებს ასრულებდა, რა დროსაც მასობრივი საარტილერიო იერიშის დროს, გმირულად დაიღუპა. 

ბახვა ჩიქობავას ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ცხედარი საიმედო ადგილას, საიდუმლოდაა დაკრძალული, რათა მარიუპოლის დეოკუპაციის შემდეგ გადმოსვენება მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხერხდეს – ბახვას დროებითი საფლავის ადგილსამყოფელის შესახებ სულ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი. 

ცნობილია ისიც, რომ ბახვა ჩიქობავას ცხედრის ადგილმდებარეობა რამდენჯერმე გადამოწმდა სპეცმისიით, რომელშიც ადგილობრივი მოხალისეები მონაწილეობდნენ – იმ მიზნით, რათა გარკვეულიყო, ხომ არ მიაგნეს ცხედარს ოკუპანტებმა. სპეცმისიის მონაწილეთა თქმით, ცხედარი ხელუხლებელია და იმავე ადგილასაა, სადაც ბახვა ჩიქობავას თანამებრძოლებმა დატოვეს. 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...