მთავარისიახლეებიმსოფლიო"ისე მწყუროდა, ანტიფრიზს ვსვამდი" - ოკუპანტებთან ტყვეობაგამოვლილი უკრაინელი სამხედრო

“ისე მწყუროდა, ანტიფრიზს ვსვამდი” – ოკუპანტებთან ტყვეობაგამოვლილი უკრაინელი სამხედრო

Published on

რუს ოკუპანტებს ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, საკვების გარეშე ჰყავდათ სარდაფში ტყვედ უკრაინელი სამხედროები.
უკრაინელი ჟურნალისტი სერგეი გერმაში წერს, რომ ერთ-ერთი სამხედრო, რომლის გათავისუფლებაც მოხერხდა, ფრონტის ხაზთან ახლოს, ჰოსპიტალში მიიყვანეს.
“ასეთი მხოლოდ საბჭოთა კინოქრონიკებში მინახავს, ოსვენციმის ბანაკის შესახებ,” – წერს ჟურნალისტი, – “უბრალოდ, ცოცხალი ჩონჩხი ვიპოვეთ მას შემდეგ, რაც ჩვენებმა მტერს უკანდახევა აიძულეს.
ის სარდაფში, ორი თვე ჰყავდათ დატყვევებული და საჭმელს არ აძლევდნენ. რომ არა ერთი რუსი ჯარისკაცი, რომელსაც შეებრალა და თავის ულუფას უყოფდა, შიმშილით მოკვდებოდა. წყურვილს ვერაფერს უხერხებდა და ამბობს, რომ ანტიფრიზს სვამდა – წამებასთან ერთად, მოწამლულიცაა”, – წერს ჟურნალისტი.
ეს და სხვა სიახლეები უკრაინიდან და საქართველოდან – ადევნეთ თვალი “ოდიშინიუსის” ყოველდღიურად მზარდ ტელეგრამ-არხს ამ ბმულზე 

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...