მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

Published on

სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ სასამართლოში მიიყვანეს. 
სასამართლოს შენობასთან მივიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეც. "ვიცი რომ გადაიყვანეს, მეტი არაფერი ვიცით. იმედით ვართ," – განაცხადა სანდრა ელისაბედ რუსლოვსმა. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისთვის უცნობია რა შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე პროკურატურა. ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრი ივან სლობოდიანუკი ამბობს, რომ მხარდამჭერებს ჯერჯერობით სასამართლოს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში მიუტანეს, თუმცა მან შუამდგომლობას ხელი არ მოაწერა. „დღეს დილით 7:50 საათზე, მიხეილ სააკაშვილს მიუტანეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ, რასაც მიშამ ხელი არ მოაწერა, რადგან ადვოკატები არ ესწრებოდნენ ამ პროცესს. მოგვიანებით ის მაინც მოიყვანეს პეჩურის სასამართლოში და ადვოკატებს გადასცეს შუამდგომლობა. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ პროკურატურა შინა პატიმრობას მოითხოვს. დილიდან ყველა სხდომა გააუქმეს და სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დეპუტატები, ადვოკატები და მისი მეუღლე სანდრა შეუშვეს შიგნით. არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან რთულია ამის პროგნოზირება,“-განაცხადა  პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” წევრი ივან სლობოდიანუკიმ.მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი. როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს. 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...