მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის შესასვლელების პიკეტირება წყლის ჭავლის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება წყლის ჭავლის ფონზე მიმდინარეობს

Published on

საქართველოს პარლამენტის შენობის სხვადასხვა შესასვლელების წინ დამონტაჟებული რკინის ღობეების დემონტაჟი დემონსტრანტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ხელისუფლებისთვის წაყენებული ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ორი მოთხოვნიდან: გაიწვიონ ე.წ. რუსული კანონი და გაათავისუფლონ დაკავებულები, ხელისუფლებამ არცერთი არ შეასრულა. გუშინ დაკავებულ ზურა ჯაფარიძესა და მოსიაშვილს წინასწარი პატუიმრობის ვადა კიდევ 24 ასაათით გაუხანგრძლივდა.

დემონსტრანტების ქმედებას პარლამენტის ჭიშკრის მიღმა მყოფი სპეცრაზმის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა, როგორც მედიელები და აქციის მონაწილეები ამბობენ, წყლის ჭავლის ფრქვევის ადგილებში სუნთქვა ჭირს, რაც იმის ნიშანია, რომ ჭავლში მხუთავი აირია გარეული. 

ჭავლის მიუხედავად, დემონსტრანტები ადგილს არ ტოვებენ, მათ გაშლილი აქვთ საქართველოს დროშები და პლაკატები “საქართველო!”; “26 მაისი”, “თავისუფლება”. რკინის ჯებირების დემონტაჟი დემონსტრანტებმა საშვთა ბიუროს მხარესაც დაიწყეს. 

სპეცრაზმელები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ როგორც წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეის და გაზის ბურთულებს იყენებენ, ისმის სროლის ხმები (გაზის ბურთულები). დემონსტრანტები რკინის ღობეებს ჯებირებად იყენებენ, ხალხის ნაკადი არ კლებულობს. 

პარალელურად, შსს განცხადებას ავრცელებს და დემონსტრანტებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერს შსს.

  • მოკლე ვიდეოებსა და ფოტოებს, პროტესტის ქრონოლოგიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოდიშინიუსის ტელეგრამ არხზე

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...