მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან...

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

Published on

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა. ჩამონგრეულია შენობის ფასადის ნაწილი, დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომანქანები.
 
აფეთქების შედეგად, დაახლოებით ხუთი ადამიანი დაშავდა,  მათ შორის ორი ბავშვია. ექიმების შეფასებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, შედარებით მძიმეა ერთი ქალის მდგომარეობა, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი,   დანარჩენები სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს. 
 
ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს ნანგრევებში სამძებრო სამიშაოები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
 
ადგილზე იმყოფებიან აჭარის ხელისუფლების და  ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის წარმომადგენლები. 
როგორც კომპანიის წარმომადგენელი, დავით ლეკიშვილი აცხადებს, პირველადი დათვალიერებით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, თუმცა  ჯერჯერობით დაუდგენელია აფეთქების ზუსტი მიზეზები .მიმდინარეობს გამოძიება. 

სიახლეები

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა...

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...