მთავარისიახლეებიკულტურალუქსორში, ნილოსის ნაპირებზე მკვლევარებმა ორი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

ლუქსორში, ნილოსის ნაპირებზე მკვლევარებმა ორი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

Published on

არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ეგვიპტეში – ქალაქ ლუქსორში, ნილოსის ნაპირებზე  მკვლევარებმა  აღმოაჩინეს ორი უძველესი სამარხი, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-15-14 საუკუნეებით თარიღდება.
 
მეცნიერების განცხადებით, ერთერთი აკლდამის ჭერზე დატანებული თუთმოს 1 -ის სახელი და კედლებზე გაკეთებული ჩანაწერები მოწმობს, რომ სამარხები თუთმოსიდების- ეგვიპტის ფარაონთა მეთვრამეტე დინასტიის, კერძოდ, ფარაონ თუთმოს მეოთხის მმართველობის პერიოდს მიეკუთვნება. ეს ერთერთი ყველაზე ცნობილი დინასტიაა ძველ ევიპტეში, მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან ფარაონი ტუტანხამონი და დედოფალი ხატშეფსუტი, რომლებიც 1550-1292 წლებში მართავდნენ ეგვიპტეს. 
 
 
ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია, დაახლოებით, 3500 წლის მუმია, რომელიც, სავარაუდოდ, დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელს ან წარჩინებულ და გავლენიან ადამიანს ეკუთვნის. აქვე ნაპოვნია ქალის ქანდაკება ღვთაება ოსირისის სახით და უძველესი ხისა და თიხისგან დამზადებული ჭურჭელი და არტეფაქტები.
 
მეორე აკლდამაში იპოვეს ასამდე კონუსური სამარხი იეროგლიფური წარწერებით, შეღებილი ნიღბები  და 450 – ამდე ქანდაკება. ქვეყნის  სიძველეთა საქმეთა მინისტრის  ჰალედ ალ-ანანის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რამდენადაც  სამარხები შეიცავს ძვირადღირებულ დასაკრძალავ კოლექციებს და ბრწყინვალედ შესრულებულ ქანდაკებებს. 
 
ეს შემოდგომა საზოგადოდ ძალიან მდიდარი აღმოჩნდა არქეოლოგებისთვის, რომლებიც ბოლო ორი წელია ინტენსიურ გათხრებს აწარმოებენ სამხრეთ ეგვიპტის ამ ნაწილში.  ბოლო აღმოჩენას წინ უძღოდა ეგვიპტელი ოქრომჭედლის აკლდამისა და ღარიბთა მასობრივი საფლავის პოვნა, რომელთაც ფარაონთა აკლდამების ძიებაში გადააწყდნენ.   
 
 
უფრო ადრე კი გავრცელდა ცნობაა, რომ ამ ადგილებში არქეოლოგებმა იპოვეს ადამიანის ჩონჩხი, რომელიც  უძველესია მსოფლიოში . სამხრეთაფრიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩონჩხი 20 წლის ქალივილისაა, რომელიც ავსტრალოპითეკების ოჯახს მიეკუთვნება და 3,6 მილიონი წლის წინათ ბინადრობდა გამოქვაბულში. 
 
 

 

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...