მთავარისიახლეებიმსოფლიობახმუტის ალყა, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის - ISW

ბახმუტის ალყა, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის – ISW

Published on

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთის ჯარები ვერ შეძლებენ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას უახლოეს მომავალში. ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქის გარკვეულ ნაწილში პოზიციური უპირატესობა მიიღეს, თუმცა ვერ აიძულეს უკრაინული ძალები ქალაქიდან გასულიყვნენ.

ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ გუშინ რუსეთის ძალებმა ბახმუტთან ერთი შეზღუდული დადასტურებული შეტევა განახორციელეს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო თვეებში რუსეთის წინსვლა ბახმუტში ნელი და ეტაპობრივი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები მალე შეძლებენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, მით უმეტეს, ქალაქის აღებას ფრონტალური იერიშით.

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...