მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების...

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ  ნათქვამია პარტიის მიმართვაში, რომელიც  პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელდა. 
 
„მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
ამავდროულად, ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს”, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში.
ხელმოწერების შეგროვება 13 დეკემბრიდან დაიწყება. როგორც ჩანს, პარტიაში სასამართლოს ხვალინდელ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
 
დღეს პარტიაში გამოეხმაურნენ კრიტიკას, რომელიც ბრძოლის ამ ფორმასთან დაკავშირებით გაჯღერდა სოციალურ ქსელებში:,,პარტიის ლიდერი დაგიჭირეს, თქვენ კი ხელმოწერების სეგროვებას სჯერდებით?!''
 
 “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ხელმოწერები პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია, რომელსაც კარგი საერთაშორისო რეზონანსი აქვს. 
”ხელმოწერები, პეტიციები ხშირად სამართლებრივ დატვირთვასაც იძენს. ხელისუფლებები იძულებულნი არიან მათზე რეაგირება მოახდინონ. ეს პოლიტიკურ პროცესსაც სძენს დინამიკას. ხელმოწერას აქვს ძალა. საქართველოში 200 ათას ადამიანს რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირებაც კი შეუძლია. ხელმოწერებს საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილების გარდა, მომხრეების კონსოლიდაციის ფუნქციაც აკისრია. თუნდაც პარტიის გუშინდელი განცხადება ავიღოთ: – არ დარჩენილა უკრაინაში არც ერთი სერიოზული გამოცემა, რომ იგი არ გაევრცელებინა. ძირითადი აქცენტი ხელმოწერების შეგროვებაზე კეთდებოდა. ასევე იყო მსოფლიო მედიაში მისი გაშუქებისას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ პროტესტის სხვა კანონიერ, ყველაზე რადიკალურ ფორმებსაც. ჩვენი შემდგომი ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები უკრაინაში, რა ნაბიჯებს გადადგამენ იქაური და აქაური ოლიგარქიული ხელისუფლებები. ხელმოწერების შეგროვებას მომავალი კვირიდან ვიწყებთ. პეტიციაზე ხელმოწერის შესაძლებლობა ადამიანებს ექნება, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში, თავშეყრის სხვა ადგილებში. პარლამენტი, ქუჩა, მედია, საერთაშორისო აქტივობა პოლიტიკური ბრძოლის ფორმებია და არცერთზე ვიტყვით უარს”, – განუცხადა ”მედიას  რომან გოცირიძემ. 
 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...