მთავარისიახლეებიშენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ჩემი იმედი უნდა გქონდეს - იოსელიანის...

შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, ჩემი იმედი უნდა გქონდეს – იოსელიანის პასუხი ნიკა გვარამიას

Published on

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი და ომბუდსმენობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს. ის წერს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი. მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი იმედი უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ ყველა პატიმარს.

“ნიკა გვარამია გამარჯობა, ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი ასევე საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.

რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი.

და ბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან”, – წერს ლევან იოსელიანი.

სიახლეები

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...