მთავარისიახლეებიბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძეზე უარი თქვა

ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძეზე უარი თქვა

Published on

ბადრი ესებუა უარს ამბობს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. შესაბამისი განცხადებით დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მიმართეს, რასაც კობაიძეც დაეთანხმა და სხდომა დატოვა. ესებუამ სურვილი გამოთქვა მისი ადვოკატები მხოლოდ იოსებ ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია იყვნენ.

პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. მას ბრალად ედება 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე თავდასხმა და 40-ზე მეტი პირის მძევლად აყვანა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

ზუგდიდის სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე დაზარალებულები იკითხებიან. დღევანდელ პროცესს თავად ესებუაც ესწრება.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...