მთავარისიახლეებიპოლიტიკაELISE JOURNAL: რატომ მიუშვირა ხელები მშვიდად ბორკილებს მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც...

ELISE JOURNAL: რატომ მიუშვირა ხელები მშვიდად ბორკილებს მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც წინა დღეებში გულივერივით მიყარ-მოყარა ლილიპუტები და ათმა კაცმა ძლივს ჩასვა მანქანაში

Published on

დაკავებისას მიხეილ სააკაშვილს წინაააღმდეგობა არ გაუწევია – ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ  წუხელ, მისი დაკავების კომენტირებისას.
უკრაინულ მედიაში ცდილობენ ახსნან მიზეზი, თუ რატომ  მიუშვირა მშვიდად ხელები ბორკილებს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც წინა დღეებში  გულივერივით მიყარ-მოყარა ლილიპუტები და ათმა კაცმა ძლივს ჩასვა მანქანაში. საქმეს ისეთი პირი უჩანს , აქ სიცხე ( თუნდაც40 გრადუსიანი) და ფილტვების ანთება არაფერ შუაში უნდა იყოს.  სააკაშვილი შეგნებულად ,,ჩაბარდა’’, რადგან ესმის რა სედეგი მოყვება მის დაავებას ხელისუფლებისათვის. – წერს  ELISE JOURNAL-ი სტატიაში ,,პოროშენკოს კანონიერი გზით ჩამოშორება დაიწყო“
 
პარტია ,,ახალ ძალთა მოძრაობის’’ ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი  დაკავებულია. 72 საათის განმავლობაშინ მას განუსაზღვრავენ თავისუფლების აღკვეთის ვადას, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული გამოძიების დასრულებამდე.
ჩვენი კარგად ინფორმირებული წყაროები იუწყებიან, რომ სააკაშვილის დაკავება ხელისუფლებისაგან პოროშენკოს ჩამოშორების დასაწყისია.
 
საქმე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელი ცაგებულია კურჩენკოს მის კავშირზე, ჩაშლის პირას აღმოჩნდა, რადგან უკრაინის სპეცსამსახურის ერთერთმა აგენტმა, რომელიც ამ ოპერაციაში იყო ჩართული და ამჟამად რუსეთში იმყოფება,   მოულოდნელად უარი განაცხადა უკრაინაში დაბრუნებაზე. 
 
საქმეში მონაწილეობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომელთაც მულტფილმ ,,ნუ პოგოდის’’ პერსონაჟების ანალოგიით აქვთ  კოდური სახელები ,,მგელი’’ და ,,კურდღელი’’.
 
უსაფრთხოების სამსახურში მომუშავე ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ერთერთი მათგანი კიევში იმყოფებოდა და აქედან ,,მუშაობდა’’, მეორე კი – მოსკოვში.  უნდა შექმნილიყო სურათი, რომ მიხეილ საკაშვილი თიტქოს სწორედ მისი მეშვეობით ეკონტაქტებოდა კურჩენკოს. ამ თვაკასზრისიტ სწორედ მოსკოვში მყოფი აგენტი ასრუებდასაკვანძო ფიგურის როლს გაქცეულ ოლიგარქთან სააკაშვილის კავშირის დამტკიცებასი. 
 
მაგრამ კიევიდან მიღებული ბრძანების მიუხედავად, მეორე აგენტმა უკრაინაში დაბრუნებაზე მოულოდნელად უარი განაცხადა. ასეთ ვითარებაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ იგი უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყო. 
,,საქმე თვალსა და ხელს შუა ირღვევა, რადგან სწორედ მეორე აგენტის ხელში იყო სააკაშვილ – კურჩენკოს ,,კავშირების'' მამტკიცებელი ინფორმაციის  მთელი ბაზა. ჩვენ ისე გვაჩქარებდნენ შეგვეთითხნა საქმე მიხოს დასაკავებლად, რათა ეს წარემძღვარებინათ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის სიტნიკის  გადადგომისთვის, რასაც  ამკვირაში ვარაუდობდნენ, რომ ვერ მოვასწარით თითქოსდა ოპერატიული მონაცემების შეგროვება და სათანადო დოკუმენტირება. ახლა ვეღარავინ გამორიცხავს, რომ  კურჩენკოს მიერ ფულის გადაცემა სააკაშვილისთვის  იყო სრული სიყალბე, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის ფედერალურ ბიუროზე მომუშავე მეორე აგენტმა ,,შემოგვტენა’’. ხოლო მთელი ეს სპეცოპერაცია იყო  პროვოკაცია,  მიმართული როგორც სააკაშვილის, ისე პოროშენკოს, ლუცენკოსა და გრიცაკის დისკრედიტაციაზე, რასაც ჩვენ აქტიურად წამოვეგეთ''. – განუცხადა ჩვენს ჟურნალისტს უკრაინის სპეცსამსახურში მომუშავე წყარომ.
 
ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, გაკვნიტა მიხეილ სააკაშვილმა და სწორედ ამიტომ შეგნებულად, წინააღმდეგობის გარეშე  ,,ჩაბარდა’’, რადგან განჭვრეტილი აქვს, რა სავალალო შედეგები მოყვება მის დაკავებას ხელისუფლებისთვის.  
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...