მთავარისიახლეებიმსოფლიობახმუტი და სხვა ცხელი წერტილები: უკრაინელებმა 71 რუსული შეტევა მოიგერიეს

ბახმუტი და სხვა ცხელი წერტილები: უკრაინელებმა 71 რუსული შეტევა მოიგერიეს

Published on

რუსი ოკუპანტები ინტენსიურად უტევენ ბახმუტს, ასევე, შეტევები არ წყდება სვატოვოდან ჩრდილო-დასავლეთით, კრემენინას მიმართულებაზე. 

როგორც აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუის ბოლო ცნობებშია აღნიშნული, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებაზე ოკუპანტებს მცირედი წინსვლა აქვთ, ხოლო მათი შეტევები დონეცშინის მთელ ფრონტზე გრძელდება. 

მტერი აქტიურობს ასევე ზაპოროჟიის მონაკვეთზე. როგორც გენშტაბი იტყობინება, ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში შეტევები განახორციელეს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და სახტიორსკის მიმართულებებზე. საერთო ჯამში, უკრაინელებმა, ბოლო 24 საათში 71 შეტევა მოიგერიეს. 

ბახმუტის მისადგომებთან უკრაინელთა თავდაცვის ხაზი გადის. ოკუპანტთა შეტევები დაფიქსირდა ორეხოვო-ვასილევკის, ბერხოვკის, იაგოდნოეს, ივანოვსკის, სევერნის მიმართულებებზე. სევერნოე სტავკას (მდინარე) ჯებირი უკრაინელებმა აფეთქეს, რათა ჩრდილოეთიდან მტრის შემოტევის ტემპი დაეგდოთ – სწორედ ამ მიმარტულებით წარმატებულ წინსვლაზე წერენ რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტები. რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ მეტნაკლებად ბრძოლისუნარიანი ნაწილები სწორედ ბახმუტისკენ გადაისროლა. ბრძოლა ქალაქისთვის მის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს, მტერი ცდილობს შტურმი მიიტანოს აღმოსავლეთ სანაპიროზეც. რაც სეეხება სამხრეთს, იქ პოზიციები ხელიდან ხელში გადადის. 

ავდეევკისა და შახტიორსკის მიმართულებებზე მტრის შეტევები მოგერიებულია ნეველსკის, კრასნოგოროვკის, ავდეევკის, სევერნის, ვოდიანოვოს, მარინკის, ნოვომიხაილოვკისა და უგლედარის პოზიციებზე. მტერმა წინ წაწევა მოახერხა ავდეევკის სამხრეთ-დასავლეთით, პობედის დასახლებისკენ. ამ მიმართულებებზე შეტევების გასაგრძელებლად რუსი ოკუპანტები ახალ ძალებს აგზავნიან. 

აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკები საომარი მოქმედებების ზონიდან:

 

სიახლეები

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...