ყველა თავმოყვარე მთავრობა მოიქცეოდა ისე როგორც ჩვენ – ღარიბაშვილი კიევში არ ჩასვლაზე

0
259

“იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან უკრაინის, იმ ფონზე, რა თქმა, უნდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა ეს კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ “საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია”.

პრემიერის მტკიცებით, საქართველო აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და ამ მიზნით ქვეყანა 400-მდე საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდა.

“ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად არის ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ეროვნულ ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით, ჩვენი ქვეყნის სახელით წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაზე მეტი, თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების უფლება სურს, თუნდაც მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის არ ვზღუდავთ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს როგორც ქართველი ხალხის, ასევე უკრაინის ინტერესების დასაცავადაც.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. დღეს კიევში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის რადამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც მიიწვია, თუმცა მათ იქ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მმართველი პარტიის მაგივრად კიევში ოპოზიცია ჩავიდა.

წინა სტატიაჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტი – ღარიბაშვილი ომის წლისთავზე
შემდეგი სტატიაგაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების დამალვის მცდელობა – კასიანოვი “ოცნებაზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური