მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და ცდილობს, გაამართლოს ვითომ ნეიტრალური, თუ დაბალანსებული პოზიცია – ზურაბიშვილი

0
212

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბმა უკრაინის წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაურა, რომ ევროპა ერთაინი დადგა უკრაინასთან ბრძოლაში და აჩვენა კონსოლიდაციის უპრეცენდენტო მაგალითი, რის ფონზეც საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოიქცია.

ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიციით გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას.

“ამ მოცემულობაში არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი. გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი. რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე”,- თქვა ზურაბიშვილმა.

წინა სტატიარუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიათბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი – ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური