მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“- დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

“უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“- დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

Published on

უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებსა და უკრაინელებს მიმართავს. სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. „ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...