მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში ზვავმა მოიყოლა - ერთი ისტორია

ვინ იყო მასწავლებელი, რომელიც ცაგერში ზვავმა მოიყოლა – ერთი ისტორია

Published on

ცაგერში ზვავმა მანქანაში მყოფი კაცი მოიყოლა. როგორც გაირკვა, ის კაცი ერთერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი, გელა ლიპარტელიანი იყო.

მის შესახებ როგორც მეგობრები და ნაცნობები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ირიბი შეხება ჰქონიათ პედაგოგთან, ამბობენ, რომ გელა ლიპარტელიანი საოცარი ადამიანი იყო.

გთავაზობთ ნანა ახობიძის სტატუსს, სადაც ის გელა ლიპარტელიანთან პირველ და უკანასკნელ შეხვედრას აღწერს:

“ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე – ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო – მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა – აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.

ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი – დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.

ზვავმა მოიყოლა მანქანით…

მისი კოლეგა და ჩემი მეგობარი მწერს ახლა: იმ სოფელში, სადაც ასწავლიდა, ერთი ბებერი ძაღლი იჯდა ხოლმე ასასვლელში, თითქოს ვიღაცას ელოდებოდაო. ერთხელაც ერთად წამოვედით სკოლიდან მე და გელა და ვხედავ – გამოიქცა ეს ძაღლი გელასკენ, ამან გააღო საბარგული და ამოიღო პური და მისცა – თურმე ამას ელოდა, ასე კვებავდა ყოველდღეო…

ასე გამოიყურებოდა სტიქიას და პროფესიას შეწირული მასწავლებელი.”

სიახლეები

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

ქალი პოლიტიკოსები პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ნანა სანდერისა და ანასტასია...

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

"რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა" - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს...

თაკო გვილიას სიტყვა “ფარჩაკის” გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

სამოქალაქო აქტივისტს, თაკო გვილიას სიტყვა "ფარჩაკის" გამო 4000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგიდიდს...

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა...