“გადაარჩინე მიშა” – ამ შინაარსის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თბილისში და ბათუმშიც შეიკრიბნენ.
მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე მივიდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც, რომელმაც თქვა, რომ მიზანი – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ყველა მხარდამჭერს აერთიანებს.
“ახლა ჩვენ გვაქვს მოცემულობა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრეს სასამართლო განაჩენით საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ჩემი პარტიის ცენტრალურ ოფისში მისვლა იქცა მოვლენად, რაც სამწუხაროა, არა სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მათი ამომრჩევლების, სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების”, – თქვა ნიკა მელიამ.
სავარაუდოდ, დღე პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სამომავლო სტრატეგიას გააჟღერებს.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “თავისუფლების კვარტალში” შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმარია და ქვეყნის ღირსების საკითხია ის ციხეში არ მოკვდეს.