ინვესტორის შემოსვლას არ დაველოდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დავიწყებთ – პრემიერი

0
135

ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობას წელსვე აანონსებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა მოქმედებებს დღესვე დაიწყებს.

დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის შემდეგი, ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 49 %-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას, ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები, – თქვა ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაპუტინს ეგონა, რომ ჩვენზე მეტი გამძლეობა ჰქონდა, თუმცა ის მწარედ შეცდა – ბაიდენი
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბადრი ესებუას სასამართლო სხდომას ბრალდებულიც ესწრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური