“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია კიევში. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა.
“ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!” – წერს გიორგი ვაშაძე.
“ქართულ ოცნების” მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.