მადრიდში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს – ესპანური მედია

0
168

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდში პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა. მედიის ცნობით, გამოძიება საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სულ მცირე 14 სახლის ძარცვა. როგორც მედია წერს, ორგანიზაციას ე.წ. “კანონიერი ქურდები” ხელმძღვანელობდნენ.

ესპანური მედიის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში 7 სახლის ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც ძვირადღირებული სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა ნივთები ამოიღეს.

წინა სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 143 680 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები
შემდეგი სტატიამსოფლიოს 17 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური