“ჩვენ ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის”- ზელენსკი

0
178

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემზადებიან მოკლე ომისა და გამარჯვებისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამ თემაზე მან იტალურ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსებს გაცნობიერებული არ აქვთ, რომ უკრაინელები დღეს უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ერთი წლის წინ იყვნენ და რომ ვერასდროს მიაღწევენ უკრაინის ხელში ჩაგდების მიზანს.

“ჩვენ ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის, რაც უფრო სწრაფი იქნება, მით ნაკლები მსხვერპლი გვექნება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამან ჩვენთვის სარგებელი არ მოიტანა.
მინსკის შეთანხმებებმა პუტინს დრო მისცა, მოემზადებულიყო შარშანდელი მოულოდნელი თავდასხმისთვის, ჩვენ ისევ იგივე ხაფანგში არ გავებმებით”, – თქვა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, კითხვაზე, ღირს თუ არა ხალხის დაკარგვა პატარა ქალაქ ბახმუტის დასაცავად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მისი დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად – “ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ გონივრული იქნება”. მისი თქმით, რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან ერთად უკრაინა ემზადება კონტრშეტევისთვის.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია – თენგიზ წულაძე
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ჩავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური