მთავარისიახლეებისაზოგადოებარეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს - მარგველაშვილი

რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს – მარგველაშვილი

Published on

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ გუშინდელი მიღებული რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფეხი-ფეხზე უნდა გადავიდაოთ და ყველაფერს ჩვენი პარტნიორები გააკეთებენ.

მარგველაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს, რათა არატრაგიკული გზით წავიდეს მმართველი გუნდი.

“რეზოლუციები არის წინაპირობა იმისთვის, რომ რეალური ქმედებები გადაიდგას. რამდენად მოჰყვება ამ რეზოლუციას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოსთვის ცოტა მაინც სასიკეთოდ და არატრაგიკული გზით წავიდეს მმართველი გუნდი, ამას ვნახავთ მომავალში. ამით ქართველმა საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ რამე გაკეთებული და წყნარად ფეხი-ფეხზე გადაიდონ და ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები. წელიწადნახევრის წინ, როდესაც მოვინახულე დატყვევებული პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში, მაშინ მე ვთქვი, რომ ის არის პუტინის პირადი პატიმარი და ამ ტყვეობას ახორციელებს ქართული სახელმწიფო”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

ევროპარლამენტის განაჩენის მოსმენის შემდეგ “ქართული ოცნება” გაბრაზებულია. მმართველ პარტიაში დღეს სრული მდუმარებაა, თუმცა გუშინ ერთი მეორის მიყოლებთ ყველა იმეორებდა, რომ მაღალი რაოდენობის მხარდაჭერით მიღებულ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რომ ევრო პარლამენტის ავტორიტეტი შეილახა და რომ ეს არის ბიძინაა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობაა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...