მთავარისიახლეებისაზოგადოებაბადრი ესებუა იარაღის შეძენა და შენახვის ბრალდებას აღიარებს

ბადრი ესებუა იარაღის შეძენა და შენახვის ბრალდებას აღიარებს

Published on

დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის რაიონული სასამართლო ბადრი ესებუას აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც ესებუას გუშინ წარედგინა. ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვას გულისხმობს.

ადვოკატი ამბობს, რომ ბადრი ესებუა ბრალის ამ ნაწილს აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავების დროს, სახლიდან ამოღებული იარაღი მას თავდაცვისთვის უნდოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ესებუა ისედაც პატიმრობაშია, სხდომა ფორმალური ხასიათის იქნება.

“ბრალდებულს დაკავებისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოჩნდა”, – აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბადრი ესებუა, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მან ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბანკის ფილიალში არ შეჭრილა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...