მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. იგი აცხადებს, რომ ჩანაწერებში ახალი არაფერია და...

გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. იგი აცხადებს, რომ ჩანაწერებში ახალი არაფერია და ნაციონალურ მოძრაობის საჯარო პოზიციაა ფიზიკურად აღუდგეს წინ ,,რუსთავი 2 – ი’ს” ჩახშობის მცდელობას .

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას გტელეკომპანია ,,ტაბულ ჩვენი  საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის ,,რუსთავი 2 – ის ჩაშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ.ას გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.  . ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში 13:00-ზე უნდა გამოცხადდეს.

სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყებას გიგა ბოკერიასთან კითხვები გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ექნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ  მორიგი აუდიოჩანაწერის გავრცელებას  გიგა ბოკერია წუხელვე გამოეხმაურა.  მისი თქმით, ,,რუსთავი 2'' – ის ფიზიკური დაცვის შესახებ განცხადებები მედიასთან არაერთხელ გაკეთებულა.

,,ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობთ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს. ამაში არაფერი სიახლე არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია , რომელიც განხორციელებული იქნება აუცილებლად.  ეს ჩანაწერები ორ რამეს ადასტურებს: ,,ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და  ძალიან თავხედურად, მერე ამა ჩვენ გვიჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო მიხეილ სააკაშვილთან საუბარს. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რაც მე პირადად და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც სჯეროდა, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა. გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა, ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია, თუმცა ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად და ჩემს თანაგუნდელებს ახალი ამ თვალსაზრისით არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ'' – აცხადებს გიგა ბოკერია

 

 

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...