მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

Published on

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს – აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი შეეცდებიან კოორდინაციას და საერთო სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სამოქმედო გეგმა არ იქნება, „იტოვებენ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ის გააკეთონ“.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებში მათ მონაწილეობას, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის ევროპული მომავლის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი დადგება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...