თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა | სამაშველო სამუშაოები გრძელდება

0
191

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში 284 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 300-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში სულ მცირე, 237 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 639.

საერთო ჯამში ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 521-ა.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, ორშაბათს დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, დაფიქსირდა შვიდი ბიძგი, რომელთა სიმძლავრე 5 მაგნიტუდას აღემატებოდა.

წინა სტატიახაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა
შემდეგი სტატიაEU საქართველოს მოუწოდებს, რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური