მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანა ხალხმა, დღეს გაათავისუფლა ხალხმა და...

რომან გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანა ხალხმა, დღეს გაათავისუფლა ხალხმა და საქართველოში დააბრუნებს ხალხი

Published on

უკრაინა დღეს, მთელი მსოფლიოს თვალში, სახლის სახურავზე ასული მიხეილ სააკაშვილით „ბანანის რესპუბლიკად“ წარმოჩნდა – ეს იმას აჩვენებს, რომ უკრაინის ხელისუფლების ბედი დამთავრებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, ბორკილებდამსხვრეული, ხელაწეული მიშა, მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების პირველ გვერდებზე გამოჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლების სისუსტეს წარმოადგენს. გოცირიძის განმარტებით, სააკაშვილი სახლის სახურავზე დროის მოსაგებად და მხარდამჭერების მობილიზებისთვის ავიდა. „ძალიან სასაცილოა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა. მიხეილ სააკაშვილის სახლი რომ ბოლო სართულზე იყო, ეს არ იცოდა უშიშროებამ?! სახურავზე ასვლა იყო პოლიტიკური ნაბიჯი. უკრაინის ხელისუფლებამ არ იცის, რომ არსებობს „ფეისბუქი“ – ინფორმაციის გავრცელების საშუალება. მიხეილ სააკაშვილმა მოიგო დრო და საკუთარი მობილური ტელეფონით მოახდინა მხარდამჭერების მობილიზება. მე ვარ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ნაქირავებ ბინაში ნამყოფი. სახურავის ნაწილი არის შუშის და ეს აღმოჩნდა დღეს საჭირო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი განმარტებით, უკრაინის საზღვარიც მორღვეულია, რაც გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის დროს და უკრაინის ეს მდგომარეობა შევარდნაძის მთავრობის ბოლო პერიოდს ძალიან ჰგავს. „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანა ხალხმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს გაათავისუფლა ხალხმა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დააბრუნებს ხალხი… დღეს მთელი საქართველო ზეიმობდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, დაწყებული „საპარიკმახეროებით“, ავტომანქანებშიც დღევანდელი მოვლენები ჰქონდათ ჩართული. „ქართული ოცნება“ ამაღამ ძალიან დიდ ქეიფს გადაიხდის – ბედნიერები არიან, რომ სააკაშვილი არ დააპატიმრეს და არ არის რისკი იმისა, რომ წამოვიდეს საქართველოში“, – განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, ხვალ, 14:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მანიფესტაციას გამართავს. 
     

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...