“უკვე ბევრია ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ოკუპანტებს თებერვალში სიმბოლური რაღაცის გაკეთება სურთ. შეეცდებიან შური იძიონ შარშანდელი მარცხებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ გაზრდილ ზეწოლას ფრონტის ხაზის სხვადასხვა ზონაში, ისევე როგორც ზეწოლას საინფორმაციო სფეროში.
დონეცკის რეგიონში ძალიან რთულია [სიტუაცია] – სასტიკი ბრძოლებია. მაგრამ რაც არ უნდა მძიმე იყოს და რამდენი წნეხიც არ უნდა იყოს, უნდა გავუძლოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ ყოველდღეს და ყოველ კვირას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და მივცეთ ჩვენს ხალხს ახალი შესაძლებლობები გადალახოს ეს რთული დრო.
ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ დავიცვათ თავი და გავიმარჯვოთ”.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.