თქვენ მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო – ნინო ნადირაძე ხაჭაპურიძეს

0
228

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე “ვივა მედის” პასუხგაუცემელმა კითხვებმა გააღიზიანა.

“ავადმყოფობის ისტორია არ ვიცი, კაცი მოკვდა არ ვიცი. აბა აქ თქვენ ჩემს ჩაცმა-დახურვაზე სასაუბროდ მოხვედით?” – უთხრა ხაჭაპურიძემ ნადირაძეს.

“ვივა მედის” დირექტორი სააკაშვილის ადვოკატის ნათქვამმა გააბრაზა.

„ბატონო შალვა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ჩემს კაბინეტში შემოხვედით და მითხარით: მიშა ბინძურია, ყარს და მეზიზღებაო. მე არ ვჭორაობ, ციტირებას ვახდენ და გახვედით და ილაპარაკეთ გვამური ლაქები აქვსო. ტელევიზიით რაზე ვუპასუხე, რაც შორდებოდა ჩემს კომპეტენციის ზღვარს?! ეს თქვენთან არის ფსიქიატრი რომ პროქტოლოგიაზე ლაპარაკობს, გასტროენტეროლოგი ფსიქიატრიაზე და ყველაფერი არეული რომ გაქვთ. ყველაფერი უნდა იყოს კანონის მიხედვით. კარდიოლოგი კარდიოლოგიაზე უნდა ლაპარაკობდეს, დირექტორი სამენეჯმენტო საქმეზე და პროქტოლოგი პროქტოლოგიაზე“, – მიმართა ნინო ნადირაძემ შალვა ხაჭაპურიძემ.

საქალაქო სასაამრთლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ პროცესზე, მოწმის სახით კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძე იკითხება.

წინა სტატიავიდრე რამეზე ისაუბრებენ, ჯერ წარსული ცოდვები მოინანიონ და დღევანდელი შეცდომები გამოასწორონ – კობახიძე უკრაინის ხელისუფლებაზე
შემდეგი სტატია“ვივა მედის” დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური