მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე: ,,სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია''

დავით საყვარელიძე: ,,სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია”

Published on

,,სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომლის დაჭერა უკრაინაში შეუძლებელია''. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრმა დავით საყვარელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სატელეფონო ჩართვისას .
 
“უკრაინელმა ხალხმა შიშველი ხელებით გამოგლიჯა სააკაშვილი რამდენიმე ათას სპეცრაზმელს. მოახსნევინეს ბორკილები. ახლა ვართ პარლამენტთან, ათასობით და ათი ათასობით ადამიანი მოდის. ერთად გადავწყვეთ რა იქნება ჩვენი სწრაფი და მტკიცე ნაბიჯები გამარჯვებისკენ” – აღნიშნა საყვარელიძემ.
 
მისი თქმით, ეს არის პოროშენკოს აგონიური ნაბიჯი. საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლება სუსტია და ეშინია მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მიხეილ სააკაშვილი.
მოძრაობა დღითიდღე ფართო მასშტაბს იღებს. მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ხალხი ძალიან გაბრაზებულია, რადგან ყველა მიხვდა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით სწორი იყო. ამის გამო მოხდა სწორედ ჩვენზე შეტევა”- აცხადებს დავით საყვარელიძე
მისი თქმით, დაახლოებით 6-7 ადამიანია დაკავებული სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად.
 
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...