მთავარისიახლეებიპოლიტიკამიშა თავისუფალია! გინდ შინაპატიმრობა უძახე , გინდ პოროშენკოს უკანდახევა კუდის ამოძუებით

მიშა თავისუფალია! გინდ შინაპატიმრობა უძახე , გინდ პოროშენკოს უკანდახევა კუდის ამოძუებით

Published on

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ვერ შეძლეს! იგი თავისუფალია!

სანამ ხელისფლება მიხეილ სააკაშვილის ხმაურიან დაკავებაზე საერთაშორისო რეაქციითა და აღშფოთებული ხალხის შიშით, გამოსავალს ეძებდა და  დილიდან დაქადნებული მკაცრი გასამართლების ნაცვლად  ბოლო წუთებში   შინაპატიმრობის მისჯაზე ალუღლუღდა, ხალხმა,  ბლოკირებული მიკროავტობუსიდან, რომლითაც მის  ადგილიდან გაყვანას სამი საათის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ სამართალდამცავები, უბრალოდ ხელში ატაცებული  გამოიყვანა თავისი ლიდერი.  

მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა სიტყვით   მის მხარდასაჭერად მთელი დღის განმავლობაში მტკიცედ მდგარ ხალხს.

,,ჩვენ ყველაზე უდიდესი ერი ვართ ევროპაში. მათ სურთ, რომ მე დამაპატიმრონ ცრუ ბრალდებით, არ მისცეთ მათ ამის საშუალება. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, მე სიცოცხლეს გავწირავ, ჩემი სიცოცხლე ეს თქვენი სიცოცხლეა. ეს უკრაინის განადგურების მცდელობაა”- განაცხადა მანდა ხალხს მოუწოდა დაიძრან რადასკენ პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით. 

ამ წუთებში კოლონა სააკაშვილის წინამძღოლობით რადასკენ მიემართება.  მიშას  ხელზე ხელბორკილი უკეთია.
 ,,ახალი წელი კონდიტერ პეტიას გარეშე. მიშა ჩვენი გმირია! '' – სკანდირებს ხალხი 
 
 
რაც შეეხება საქართველოს,  მიხეილ სააკაშვილმა  “რუსთავი 2”-ს მეშვეობით შეუთვალა მოკითხვა მისი დასასრულის მოსურნეებს – 
“ამათ ვუტირებ ყოფას”-განაცხადა სააკაშვილმა.
 მისი განცხადებით, იგი დაბადებულია გამარჯვებისთვის!
 
 
 
მიხეილ სააკაშვილმა  მადლობა გადაუხადა ოჯახს მხარდაჭერისთვის.
,,მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
 

 

 

 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...