მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ 52 კგ ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება - თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილზე

თუ 52 კგ ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება – თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს, გადააჭარბებს სხეულის მასის ინდექსს და 52-ტ კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს – ამბობს ექიმი-ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენებას აძლევს. წულაძე, რომელიც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრია, ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე პაციენტია – სადაც სიტყვა კახექსია გაისმის იქ მძიმეა. დემენციაზე უფრო მძიმე კახექსიაა – განაცხადა წულაძემ ადვოკატის კითხვაზე – აფასებთ თუ არა პაციენტის მდგომარეობას მძიმედ? – პასუხისას.

წულაძემ იმ მეთოდოლოგიაზე ისაუბრა, რომლითაც ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში, მიხეილ სააკაშვილს ამოწმებდა. წულაძის თქმით, მესამე პრეზიდენტი პატიმრობის პერიოდში დაახლოებით 7-ჯერ მოინახულა და გასინჯა:

წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წონის კლება არის ის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. კახექსია მარტო შიმშილობა არ არის. ესაა წონაში კლება. კახექსია ბევრ დაავადებებთან არის დაკავშირებული რომელიც ამ პაციენტს არ აქვს და პროტოკოლით თუ მივუდგებით, ეს მთლად შიმშილით არაა გამოწვეული. ესაა ანემია და ტემპერატურა, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კახექსია სიცოცხლის ხანგრძლივობას მკვეთრად შეეხება.” აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

ბოლო მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი 68 კგ-ს იწონის.

სიახლეები

ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე, ხეივანში, მსხვერპლით დასრულდა: BMW მარკის ავტომანქანა ტრაილერს, შემდეგ კი ხეს...

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია - ამ სიტყვებით მიმართა...

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან...

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...