მთავარისიახლეები"იძულებული ვხდებით, წავიდეთ ან პროფესიიდან, ან ქვეყნიდან" - ჯანდაცვის სამინისტროსთან ექთნები და...

“იძულებული ვხდებით, წავიდეთ ან პროფესიიდან, ან ქვეყნიდან” – ჯანდაცვის სამინისტროსთან ექთნები და სანიტრები აქციას გამართავენ

Published on

ხელფასის ზრდა და ღირსეული შრომის პირობები -ამ მთავარი მოთხოვნით ექთნები და სანიტრები დღეს აქციას გამართავენ, რომელიც 11 საათზე დაიწყება.

ისინი პროტესტს ჯანდაცვის სამინისტროსთან გეგმავენ. ისინი კლინიკებში გაუსაძლის პირობებსა და დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ.

“10 წელია ვმუშაობ ამ სფეროში, მიყვარს ჩემი პროფესია, მინდა ვიყო ამ სფეროში და არ მინდა ქვეყნიდან წავიდეთ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იძულებულს გვხდის, ან წავიდეთ პროფესიიდან, ან ქვეყნიდან. არანაირი დაზღვევა არ გვაქვს, ერთი სამსახური არ არის საკმარისი და იძულებული ვართ, ვმუშაობდეთ ორგან და სამგან. მინდა კოლეგების სახელით გავაკეთო განცხადება, რომ საშინელი მდგომარეობაა ხელფასების მხრივაც, ისედაც და ვერ იღებენ ხმას, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. გთხოვთ, ნუ გეშინიათ, ამოიღეთ ხმა – ზარალდება პაციენტებიც, ჩვენც ვზარალდებით და ამოიღეთ ხმა”,- ამბობს ია ხელაძე ექთანი.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...