მთავარისიახლეებისაზოგადოებაენმ-ის არჩევნებში მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობა 70%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

Published on

24 საათზე მეტია “ნაციონალურ მოძრაობაში” თვამჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს – ამ დროისთვის 35 000 მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი ხმა, რაც 70%-ზე მეტია.

კანდიდატების წარმომადგენლების განცხადებითბ იმ კომპანიაზე,რომელიც არჩევნების ელოექტორნულად ჩატარებას უზრუნველყოფს გუშინ ღამით, სავარაუდოდ, ჰაკერული თავდასხმა სცადეს. ენმ-ში ამბობენ, რომ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

“იყო ჰაკერული შეტევა სისტემაზე, მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ბოროტმოქმედებმა ვერ შეაღწიეს სისტემაში. ფაქტები რჩება ფაქტებად და აუცილებელია მოკლე დროში გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხევვაში არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს ფაქტები შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლებმაც გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე”,- ამბობს ალექსანდრე მილოვარა, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში.

ხმის მიცემის პროცედურა გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს , დარეგისტრირებული პირები ვერ ირებენ უნიკალურ კოდს, რომელიც ხმის მიცემისთვის აუცილებელია. დაახლოებით 4 000 ადამიანი ამ დრომდე ელოდება უნიკალურ კოდს, რათა საკუთარი ხმა დააფიქსიროს.

” 4 000 ადამიანი ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომ კოდი არ მისვლიათ ან კოდი მივიდა და არ გამოუყენებიათ, ანუ არ დაუსრულებიათ ხმის მიცემის პროცესი. კომუნიკაცი გვქონდა კომპანიასთან, რომელიც არჩევნებს ატარებს და მივიღეთ დასტრური, რომ უახლოეს პერიოდში ყველა სმიუვა კოდი”,- ამბობს ნანა შამათავა ნონა მამულაშვილის წამომადგენელი საარჩევნო კომისიაში.

ამასთან ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ 21 000-ზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა ლევან ხაბეიშვილს.

ხოლო ენმ-ის წევრი ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ “არ შეიძლება პროცენტებზე ზეპირი საუბარი, მაშინ, როდესაც ასეთი მაჩვენებელი ხელთ არ გაქვს”

შეგახსენებთ, რომ არჩევნები “ნაციონალურ მოძრაობაში” 30 იანვარს 10 საათზე დასრულდება.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...