მთავარისიახლეებისაზოგადოებასიიდან 118 ადამიანი ამოიღეს - არჩევნები ენმ-ში

სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს – არჩევნები ენმ-ში

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე 49 638 ადამიანი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის აქტივობა მაღალია.

ნაყოფიას თქმით, ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდა და სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს. როგორც ნაყოფიამ განმარტა, ხმის მისაცემად დარეგისტრირებული იყვნენ სხვა პარტიის დეპუტატებიც.

“არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი და მხარდამჭერი დარეგისტრირდა არჩევნებზე. საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად ყველა ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მიუხედავად იმის, რომ იყვნენ ისეთია ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ზოგიერთი პარლამენტის წევრიც, ალბათ თვითონ მიხვდებიან ვისზე ვსაუბრობ. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი”, – თქვა კობა ნაყოფიამ.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...