მთავარისიახლეები"ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება, მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო...

“ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება, მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი?” – გიული ალასანია

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიამ ცენტრ “ემპათის” დასკვნაზე ისაუბრა და თქვა, რომ მის მომზადებაში საქართველოდან მაღალკვალიფიციური ექსპერტები იყვნენ ჩართული და დოკუმენტში აღნიშნულ დიაგნოზებზე ერთხმად შეთანხმდნენ.

ამასთანავე გული ალასანიას თქმით, ყველამ კარგად იცის როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა “ვივამედში” შეყვანამდე და როგორ მძიმდება მისი ჯანმრთელობა დღითიდღე.

“საქართველოდან იყო ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები და ასე თუ ისე, ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომელიც არის. გარდა ამისა, ჩვენ ხომ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი როგორ მდგომარეობაში შემოვიდა ამ დაწესებულებაში. ფეხზე იდგა. ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ეტლში ზის და ორ ნაბიჯზეც ვეღარ გადაადგილდება. გუშინ ძლივს ჩავსვი იმ ეტლში, წარმოიდგინეთ და მე მეუბნებიან, რომ ეს არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი?”,- ამბობს გიული ალასანია.

ჟურანლისტების კითხვაზე, უშვებს თუ არა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებუალია, გიული ალასანია პასუხობს: “არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით. ის რაც მოვისმინე, იყო ძალიან ზედაპირული და ძალიან არადამაჯერებელი”.

შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს სამსახურლის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას წარუდგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დავალებით შეასრულეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კი სასამართლოს, ცენტრ ,,ემპათიას” დასკვნის ახალ ნაწილს წარუდგენენ, რომელშიც აღწერილია ახალი გარემოებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...