მთავარისიახლეებიპოლონეთმა გერმანიას Leopard-ის უკრაინისთვის გადაცემაზე ოფიციალურად მიმართა

პოლონეთმა გერმანიას Leopard-ის უკრაინისთვის გადაცემაზე ოფიციალურად მიმართა

Published on

პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

“გერმანიამ უკვე მიიღო ჩვენი მოთხოვნა Leopard 2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ასევე მივმართავ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს კოალიციას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას Leopard 2-ის ტანკებით. ეს ჩვენი საერთო საქმე, რადგან საქმე ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას”, – წერს მარიუშ ბლაშჩაკი.

Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე გერმანიას გადაწყვეტილება არ მიუღია. 23 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...