მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს"- ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე

“მერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს”- ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე

Published on

ზუგდიდის მერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს "დაგის" გამარჯვების შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება. როგორც ინტერნეტგამოცემა ლაივპრესი წერს,  ბოტანიკური ბაღის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების სააგენტოში არ დაადასტურეს.მათი განმარტებით, ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება შემოსული წინადადებების შეფასება.მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 6 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 9 მილიონ 994 513 ათას ლარი განისაზღვრა.ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო."ოდიშინიუსი" ზუგდიდის მერიას დაუკავშირდა, უწყებაში განმარტავენ, რომ მერი შეცდომაში შეიყვანეს. "ინფორმაციულ უზუსტობას ქონდა ადგილი, მერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს"- განუცხადა "ოდიშინიუსს" მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...