მთავარისიახლეები"ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა" - ექსპერტიზის დასკვნა 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე

“ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა” – ექსპერტიზის დასკვნა 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე

Published on

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები პროკურატურასთან იმყოფებიან და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილშია დამნაშავე და ჩარკვიანის მკურნალობაში იღებდა მონაწილეობას.

ოჯახმა საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.

პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზარდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი – მიდაზოლამი გაუკეთეს. ალტერნატიული ექსპერტიზა ოჯახის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ასკვნის, რომ მსგავსი დოზებით დანიშნული ეს პრეპარატები, თუ ის მართლაც გაუკეთდა პაციენტს, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალებას გამოიწვევდა.

“ექსპერტიზა პირდაპირ აჩვენებს, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირების გამოიყენებით გარდაიცვალა და ამან გამოიწვია ბუნებრივი სიკვდილი… [ვითხოვთ] დაისაჯოს ყველა ის ექიმი, ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობაში. ვახტანგ ჩარკვიანი არასწორი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა”, – თქვა ოჯახის ადვოკატმა მზია ხასრაშვილმა.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...