მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით არახამია, გაზაფხულიდან, უკრაინაში კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავებას აანონსებს

დავით არახამია, გაზაფხულიდან, უკრაინაში კორუმპირებული ჩინოვნიკების დაკავებას აანონსებს

Published on

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაიწყება კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება.

როგორც მან Telegram-ის არხზე დაწერა, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის მთავრობამ ჩინოვნიკები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესების კეთება და სანაცვლოდ ომში დაზარალებულებს დაეხმარონ, თუმცა მათმა ნაწილმა ეს მოწოდებები უგულებელყვეს.

არახამიას განმარტებით, დაკავებები შეეხება როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში გენერატორების შეძენასთან დაკავშირებულ, ისე უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად მომხდარ სკანდალებს.

“ალბათ, ამ გაზაფხულზე აუცილებლად დავიწყებთ აქტიურობას. “დროის ამოწურვა” აღარ იმუშავებს. ზოგმა ჩინოვნიკმა გონება ისე დაკარგა, რომ შიშისა და სინანულის გარეშე დაიწყო ძარცვა”, – წერს არახამია Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოქვეყნდა დოკუმენტები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საკვების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის შეძენასაც თავდაცვის სამინისტრო გეგმავდა. როგორც შსს-ს კონტრაქტში ეწერა, საკვები პროდუქტების ფასები რამდენჯერმე აღემატებოდა კიევის სუპერმარკეტებში იგივე დასახელებისა და ბრენდის პროდუქციის ღირებულებას.

მანამდე კორუფციის ბრალდებით უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი დააკავეს. იგი გენერატორების შეძენის საქმეზე 400,000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...