მთავარისიახლეებისამართალიმკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა

მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა

Published on

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა.  ძებნილი გ.ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს წუთია გამოცხადდა.  ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, რომ  ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. საგამოძიებო ორგანოში წარედგინათ, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. 
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდა არასრულწლოვნებისა, ასევე დაკავებულია სამი პირი დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის. ასევე, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე გაიზარდოს. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...