მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

Published on

დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა   გიორგი მარგველაშვილის   პირისპირ შეხვედრა საქართველოსი ვიზიტად მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან.
 
შეხვედრაზე  განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან, რუსეთის ანექსიურ, აგრესიულ, პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა  შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო – რუსეთის ურთიერთობებში. 
 
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის – შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის.
 
საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით.
 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.
 
საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა და ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გასანადგურებლად.
 
როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, მათი ერთიანი სტრატეგია და ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის.
 
პრეზიდენტებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...