მთავარისიახლეებიალექსანდრ ვუჩიჩი კრემლს: შეწყვიტეთ სერბეთის გადაბირება ომში მოხალისეობისთვის

ალექსანდრ ვუჩიჩი კრემლს: შეწყვიტეთ სერბეთის გადაბირება ომში მოხალისეობისთვის

Published on

სერბეთის პრეზიდენტის ღია მიმართვა რუსეთს – ალექსანდრ ვუჩიჩი ოკუპანტ ქვეყანას პირდაპირ ეუბნება, რომ ნუ ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში სერბების გადაბირებას.

განცხადება ვუჩიჩმა უნგრეთის პრეზიდენტ კატალინ ნოვაკთან და ჩეხეთის ყოფილ პრემიერ მინისტრთან ანდრეი ბაბისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვუჩიჩმა ასევე გააკრიტიკა რუსული ვებსაიტები და სოციალური მედიის ჯგუფები სერბულ ენაზე რეკლამების გამოქვეყნების გამო, რომლებშიც ვაგნერის ჯგუფი მოუწოდებს მოხალისეებს, შეუერთდნენ მის რიგებს.

ცნობისთვის, სამშაბათს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო RIA-მ გაავრცელა სატელევიზიო კადრები, სადაც ორი ნიღბიანი მამაკაცი იდენტიფიცირებული იყო, როგორც სერბი მოხალისეები უკრაინის ზაპორიჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილებში იარაღის სასწავლო კურსზე.

ასევე, სერბეთი არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი, მაგრამ ის ასევე ინარჩუნებს სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან, ტრადიციულ სლავურ და მართლმადიდებლურ მოკავშირესთან.

ასევე, სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გააფრთხილა სერბები, არ შეუერთდნენ რუსეთის რიგებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...