1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა – ნახეთ ჩამონათვალი

0
190

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაამტკიცეს ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი. რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა.

უწყება ამბობს, რომ ეტაპობრივად ფასი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.

სამინისტრო ამბობს, რომ ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. მათივე ცნობით, თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

წინა სტატიაომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაკიკაბიძე იყო უკრაინის დიდი მეგობარი და ადამიანი დიდი სამოქალაქო გამბედაობით – არესტოვიჩი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური