ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი – სტოლტენბერგი

0
194

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოცემა “ჰანდელსბლატთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღი მიაწოდონ. მისი თქმით, ახლა ომის გადამწყვეტი ფაზაა.

“ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში დასავლეთის ქვეყნებისგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.

20 იანვარს “რამშტეინის” ბაზაზე მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა უნდა გაიმართოს, სადაც მხარდაჭერასთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

წინა სტატიაის იყო მთელი ეპოქა, ბედნიერებაა, რომ ის არსებობდა ჩემ ცხოვრებაში – გორდონი ბუბა კიკაბიძეზე
შემდეგი სტატია1 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი დაწესდა – ნახეთ ჩამონათვალი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური