მთავარისიახლეებიპოლიტიკატრაპიზონში ე.წ. კანონიერი ქურდი "რეზო ტბილისსკი" მოკლეს

ტრაპიზონში ე.წ. კანონიერი ქურდი “რეზო ტბილისსკი” მოკლეს

Published on

როგორც რუსული, კრიმინალურ წყაროებთან დაახლოებული და კრიმინალური პროფილით მომუშავე მედიასაშუალებები იტყობინებიან, დაახლოებით ორი საათის წინ ტრაპიზონში დაცხრილეს 64 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ ლორთქიფანიძე, იგივე “რეზო ტბილისსკი”.

იმ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის, ვინც ამ დრომდე თურქეთში და კერძოდ, ტრაპიზონში იმყოფებიან, “რეზო ტბილისსკი” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული კრიმინალური ლიდერი იყო.

რუსული მედია ხაზს უსვამს, რომ რევაზ ლორთქიფანიძე, ბევრი მისი “კოლეგისგან” განსხვავებით, ე.წ. ქურდული ცხოვრების ძველი წესის მიმდევარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტულის მატარებელს “ბრადიაგის” ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, არ ჰქონოდა დიდი ქონება და არ დახარბებოდა პრივილეგიებს.

“რეზო ტბილისსკის” მკვლელობის მოტივები ამ დრომდე უცნობი რჩება. 

“რეზო ტბილისსკი” “კანონიერი ქურდის” ტიტულს 1988 წლიდან ატარებს, როცა ის თბილისში, ზალიკ ლობჟანიძის დაკრძალვაზე ავთო ღარიბაშვილმა “მონათლა”. რეზო ტბილისსკის “ანგარიშზე” 12 ტიტულჩამორთმეული “ქურდია” 14 კონფლიქტის შედეგად, რაც ასევე, მის ავტორიტეტსა და გავლენაზე მიუთითებს. 

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...