მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ...

მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლაჰანმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

“მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები – თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარედეს უცაბედ სიკვდილში. ჩემი გასინჯვის დროს, მე ვხედავ, რომ ეს საშიშოება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება”, – თქვა ლაჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ნევროლოგი ჩვენებას პროცესზე ამ წუთებში აძლევს. დღევანდელ პროცესზე მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას.

სიახლეები

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...

არ შეიძლება, დავეთანხმოთ სუვერენული სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის არსებობას – დუგინი

რუსი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ღიად უჭერს მხარს მსოფლიო წესრიგის რადიკალურ გადანაწილებას, რომელშიც სუვერენული სახელმწიფოების...

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...