მთავარისიახლეებისაზოგადოებასააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა -...

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა – მაკფოლი

Published on

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით – მოსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სანამ მსოფლიო სამართლიანად ორიენტირებულია ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინაში, “რუსეთის ლიდერი აგრძელებს დესტაბილიზაციისა და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის გატარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო”.

“ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება და ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის პირასაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – ამას ის დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გამო იმსახურებს.

თუმცა, არის ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სძულს სააკაშვილი: ვლადიმირ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო იმ ყველაფრის სასიკვდილო განაჩენი, რასაც პუტინი ემხრობოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა ხელი შეეშალა სააკაშვილისთვის და არ დაეშვა საქართველოს სვლა დასავლეთისკენ”, – აღნიშნულია სტატიაში.

მაკფოლი ამბობს, რომ 2008 წელის აგვისტოში, პუტინმა მიზნის განხორციელება საქართველოში შეჭრით დაიწყო, რასაც ქვეყნის ორი რეგიონის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება” მოჰყვა.

“პუტინი და მისმა თანამოაზრეები მალე მიხვდნენ, როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში რუსი ლოიალისტების ხელისუფლებაში მოსაყვანად, რისი ორკესტრირებაც კრემლის მთავარმა სუროგატმა საქართველოში, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა”, – წერს მაკფოლი.

მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან კოორდინაციით, სასწრაფოდ მიმართვა უნდა გაავრცელოს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს ის:

“პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მიმართვა სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”.

ცნობისთვის, გუშინ მსოფლიოს არართ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...